save 0
cart 0

The Surreal and Enchanting World

4 years ago

20 საუკუნოვან იაპონურ ლიტერატურას ჰყავს გამორჩეული წარმომადგენელი ჰარუკი მურაკამის სახით, რომელმაც შეძლო და არამხოლოდ იაპონურ, არამედ მსოფლიო ლიტერატურას თავისი კვალი დაამჩნია. მის შემოქმედებაში მუდმივად იგრძნობა დასავლური კულტურის გავლენა, თხრობის სტილი საოცრად თავისუფალი და სხარტია, მაგრამ ზუსტად არავინ იცის რატომ ახდენს მურაკამის წიგნები ადამიანებზე მრავალმხრივ შთაბეჭდილებას.


ერთხელ როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ დაიწყო მისი შემოქმედება მურაკამიმ  უპასუხა:


"უბრალოდ ერთ დღესაც მივხვდი, რომ წერა მინდოდა და მორჩა". სწორედ ასე შეუერთდა მსოფლიოს წარმატებულ მწერლებს და მისთვის დამახასიათებელი სტილი მთელი თავისი შემოქმედების განმავლობაში შეინარჩუნა. იგი ყოველთვის აღნიშნავს და  უკვირს, თუ რატომ ხვდება ხალხი აღფრთოვანებით მას, ის ხომ ერთი ჩვეულებრივი მწერალია.


ჰარუკი მურაკამის მრავალფეროვანი ცხოვრება და თითოეული პატარა დეტალიც  კომპლექსურად ასახულია მის შემოქმედებაში, თუნდაც მუსიკალური თემები სათაურებში, რომელიც სწორედ იმ ბარს უკავშირდება, სადაც თავისი პირველი რომანი დაწერა და მსოფლიოს გააცნო.


მურაკამი წერის მშვიდი და მარტივი მანერით კითხვისას  მიგახვედრებთ, რომ ყველაფერი არც ისეთი დალაგებული და რეალურია როგორც ერთი შეხედვით ჩანს, კითხვებზე პასუხს  კი  წიგნის ბოლო ფურცლამდე დაეძებთ.


მისმა წიგნებმა შეიძლება დაგიტოვოთ ინტერესის გრძნობა, დაგანახოთ სიყვარული, რაღაცის თავიდან აღმოჩენის სურვილმა ემოციურ მიგაჯაჭვოთ მის შემოქმედებასთან. ”easily accessible, yet profoundly complex”- სწორედ ამ ფრაზით მოიხსენიებენ მის შემოქმედებას.


აღნიშნულ წიგნებზე აპრილის თვის ბოლომდე 30% ფასდაკლება მოქმედებს.