Olive,Again
4 years agoელიზაბეტ სტრაუტის წიგნი olive,again მსოფლიო ლიტერატურას 2019 წელს შეუერთდა და გამოჩენისთანავე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. წიგნი აერთიანებს 13 განსხვავებული შინაარსის მქონე ნაწილს, რომელიც მთლიანობაში ერთი მთავარი პერსონაჟის ირგვლივ ტრიალებს და საერთო ლიტერატურული დატვირთვა აქვს.
ნაწარმოების ამომავალ წერტილად მიიჩნევა ადამიანი- როგორც ინდივიდი. კითხვისას ჩანს, რომ ავტორისთვის ყველა პერსონაჟი თანაბრად მნიშვნელოვანია, რომლებიც ერთ მთავარ აზრს უკავშირდებიან: ვინ ვართ ჩვენ, როგორ ვექცევით ერთმანეთს, როგორ ვახერხებთ ჩვენი განვლილი წლებიდან საჭირო დასკვნების გამოტანას.
წიგნის მთავარი პერსონაჟის ცხოვრების 10 წელი, მნიშვნელოვანი პროცესების მატარებელია. იგი წარმოდგენილია, როგორც დედა, როგორც მეგობარი, როგორ მასწავლებელი. სწორედ ამ წლების ნარატივი ქმნის საერთო სურათს და გადმოცემული თითოეული ამბავი გვანახებს, რომ მიუხედავად ცხოვრების რთული პერიოდებისა და ადამიანებს შორის დაძაბული ურთიერთობებისა, ცხოვრება მაინც გრძელდება და რთულ მომენტებში , სწორედ საკუთარ თავში აღმოჩენილმა ძალამ უნდა დაგვარწმუნოს ამ ყველაფერში.
ოლივს სხვა პერსონაჟისგან რაც გამოარჩევს არის სიმამაცე, რომელიც ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში ბევრ რამეში ეხმარება. მკითხველის უმეტესობა აღნიშნავს, რომ მისი ამგვარი თვისება ერთგვარად გადამდებია მათთვის. ”იგი არის ყველასგან გამორჩეული და ამას წაკითხვის დროს აუცილებლად გრძნობთ, არ არსებობს მომენტი წიგნში, რომელიც მის გარეშე ჩაივლის”.
ის მოულოდნელობები, რომლებიც ცხოვრებას ახლავს, ის იდეა რომ ყოველთვის ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ეს წიგნის შინაარსის თანმდევი ნაწილია. ადამიანი ყოველთვის ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, ყველაფერი ხომ რაღაც მიზეზის გამო ხდება : შენ სწავლობ შენ იზრდები და სწორედ ესე ვიზრდებით წიგნში მოთხრობილ ამბებთან ერთად, ამავდროულად, დამოკიდებულებები გვეცვლება რიგ ცხოვრებისეულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ადამიანებს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვთ საკუთარ თავში ბევრი რამ ჩამოყალიბებული, თუ ჯერ კიდევ არაკომფორტულად გრძნობენ თავს საკუთარ მე- სთან, სწორედ წიგნის მთავარი პერსონაჟის შინაგანი ზრდა გვანახებს და გვაძლევს ბევრი მოქმედების მაგალითს. პარალელურად შეგვიძლია ვნახოთ ის წლების შემდეგ, როგორი იყო იგი ადრე და როგორი არის ეხლა. რა დამოკიდებულებები ჰქონდა და როგორ იქცეოდა სხვადასხვა სიტუაციებში, რომ მისი ცხოვრებისეული მიდგომები უკეთესი შინაგანი მდგომარეობისთვის.
„ლამაზად და ადამიანური თანაგრძნობით დაწერილი, ზოგჯერ ყოველმხრივ აუტანლად ამაღელვებელი“- სწორედ ასე შეაფასა Kirkus Reviews – მა აღნიშნული წიგნი.
Washington post -ის სტატიაში იგი შეაფასეს, როგორც ძალიან მარტივად წასაკითხი ცხოვრებისეული მოტივებით გადმოცემული წიგნი, სადაც ისეა წარმოდგენილი ადამიანური და ცხოვრებისეული ამბების კომპლექსური შეჯამება, როგორც არსად.
“You all know who you are. If you just look at yourself and listen to yourself, you know exactly who you are. And don’t forget it"