Jun’ichirō Tanizaki – 谷崎 潤一郎
3 years agoპირველი ავტორი, რომლის შემოქმედების საშუალებით იაპონიაში ვიმოგზაურებთ არის ერთ- ერთი გამორჩეული მწერალი Jun’ichirō Tanizaki 谷崎 潤一郎 . მოდით, უფრო კარგად გავიცნოთ Tanizaki– ი და მისი უნიკალური შემოქმედება.
იაპონური ლიტერატურის ერთ- ერთმა გამორჩეული მწერალმა Jun’ichirō Tanizaki- მ თავისი ლიტერატურული მოღვაწეობა 1909 წელს დაიწყო. მისი პირველი ნამუშევარი ერთმოქმედებიანი პიესა Shisei (“The Tattooer”) გახლდათ, რომელიც სწორედ იმ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა, რომლის დაარსებაშიც მონაწილეობა თავადაც მიიღო. აღნიშნულმა პიესამ საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც დამწყები მწერლისთვის დიდი მოტივაცია იყო.
თავდაპირველად Jun’ichirō Tanizaki – 谷崎 潤一郎 კინოთიც გატაცებული იყო. იგი სხვადასხვა დროს, ფილმების სცენარის წერაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად კინემატოფრაფიაში ხანმოკლე მოღვაწეობისა, მან საკუთარი კვალი დატოვა იაპონურ ფილმებში მოდერნისტული თემატიკის შეტანის კუთხით.
საინტერესოა, რომ ტანიზაკის ოჯახს ტოკიოში დიდი სტამბა ჰქონდა, სადაც იმ დროსთვის არაერთი წიგნი იბეჭდებოდა. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია მისი სამწერლო კარიერის დასაწყისზე.
იგი ლიტერატურულ ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და უამრავი ლიტერატურული ჯილდოც მოიგო. იგი მალევე American Academy and Institute of Arts and Letters– ის წევრი საპატიო წევრიც გახდა.
აღსანიშნავია, რომ მისი წიგნები ყოველთვის თამამი და იმ დროისთვის ტაბუდადებული თემებით გამოირჩეოდა. მისი როგორც პიესის, ასევე წიგნის პერსონაჟებს ახასიათებთ აკვიატებული ეროტიკა და სურვილები.
მისი შემოქმედების გამორჩეული წიგნია The Makioka sisters– იაპონურად კი Sasameyuki (細雪), რაც ნიშნავს მსუბუქად ჩამოვარდნილ თოვს , რომელიც გაზაფხულზე ალუბლის ყვავილობას თან ერთვის. ალუბლის ყვავილი კი იაპონურ კულტურაში უსასრულობის საერთო სიმბლოა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ Jun’ichirō Tanizaki – 谷崎 潤一郎 აქტიურად დაიწყო Waka 和歌 -ს იგივე იაპონური პოეზიის კუთხით მოღვაწეობა.
ტანიზაკის ხელით დაწერილი ერთ- ერთი Waka 和歌 იგივე იაპონური პოეზია, რაც შემდეგნაირად იკითხება: “This heart of mine is only one, it cannot be known by anybody but myself.”
იაპონურ ლიტერატურაში არსებობს „ტანიზაკის პრემია“, რომელიც 1965 წელს დაარსდა და ყოველწლიურად, გადაეცემა წლის საუკეთესო მხატვრულ ან დრამატურგიულ ნაწარმოებს.
აღიშუნული ავტორის წიგნები შეგიძლია მთელი მარტის თვის განმავლობაში შეიძინოთ 20% – იაანი ფასდაკლებით bookshop.ge – ზე.
იხილეთ შესაბამისი კატეგორიის ლინკი: https://bit.ly/301YPWo