როგორ ფიქრობთ, რა თვისებები სჭირდება ლიდერს და გიფიქრიათ თუ არა თქვენი წარმატების ფორმულაზე?
The Walt Disney - ის აღმასრულებელი დირექტორი რობერტ იგერი, The New York Times - ის 2019 წლის ყველაზე წარმატებული ბიზნესმენად დასახელდა.
2005 წელს, როდესაც კომპანიას ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდა, იგერმა ჩაიბარა The Walt Disney Company და სწრაფად დაიწყო ფიქრი მომავალზე. მის მიერ შემუშავებულმა სტრატეგიამ გაამართლა და 12 წლის შემდეგ კინო ინდუსტრიის ბაზარზე Disney უპირობო ლიდერი გახდა.
ცხოვრებისეული გამოცდილება, გამოწვევები, მარცხი, სირთულეები ამ ყველაფერზე რობერტ იგერი თავის წიგნში „The Ride of a Lifetime” წერს. წიგნის კლუბის შემდეგი სესიისთვის სწორედ ეს წიგნი შევარჩიეთ. ერთად ვიმსჯელოთ დღევანდელი ბიზნესის გამოწვევებზე, გამოსავალზე და თანამედროვე ლიდერის უნარ-ჩვევებზე.