არსებობს ძალიან საინტერესო კითხვა, თუ რატომ უნდა ვიკითხოთ მხატვრული ლიტერატურა ინგლისურად.
პირველ რიგში, წიგნის ორიგინალში კითხვა ხელს უწყობს სასაუბრო ენის განვითარებასა და ლექსიკის გაუმჯობესებას.
წარმოიდგინეთ როგორი სასიამოვნოა, როცა ისე კითხულობ და აღიქვამ მოვლენებს, როგორც ეს ავტორმა ჩაიფიქრა.
შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ინგლისური ლიტერატურის კითხვა ადრეულ ასაკშივე დავიწყოთ.
სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ bookshop - ის მორიგ ძალიან საინტერესო სესიაზე 13 ივნისს, 16:00 საათზე, ბათუმის ფილიალში.
შეხვედრის მოდერატორი იქნება ფოტოჟურნალისტი და St. John’s College - ის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის კურსდამთავრებული - ტბელ აბუსერიძე.
ყველა დამსწრეს ჩვენგან გადაეცემა საჩუქარი ბრენდირებული ბლოკნოტის სახით.
ივენთზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს:
გელოდებით ძალიან საინტერესო შეხვედრაზე.