save 0
cart 0
event img

როგორ შევარჩიოთ ბიზნეს ლიტერატურა ინგლისურ ენაზე?

2021-06-18 19:00:00 14 Chavchavadze Avenue

 ვისაც კარიერული წინასვლა, საკუთარ თავზე მუშაობა და ახალი ძალების აღმოჩენა სურს, ბიზნეს ლიტერატურის კითხვა ამის ერთ - ერთი საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებით კი ორიგინალში.

 

 წიგნში გაზიარებული წარმატების ისტორიები, პრაქტიკული მაგალითები და ფსიქოლოგიური ხრიკები, გვეხმარება ვისწავლოთ და საკუთარ თავს კონკრეტული მიმართულება მივცეთ.

 

 სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ bookshop - ის მორიგ ძალიან საინტერესო სესიაზე 18 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის ფილიალში.

 

 შეხვედრის მოდერატორი იქნება ტრენერი და საერთაშორიო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი :დავით ჩიკვაიძე.

 

 იგი ისაუბრებს თანამედროვე სამოტივაციო სპიკერის საიმონ სინეკისა და კომპანია Virgin Group - ის დამფუძნებელ რიჩარდ ბრენსონზე, ასევე გირჩევთ წიგნებს, რომელიც თქვენი პროფესიული განვითარებისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება.

 

 სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3vnZcrw

 

 თითოეულ დამსწრეს ჩვენგან გადაეცემა საჩუქარი, ბრენდირებული ბლოკნოტის სახით.

 

 გისურვებთ წარმატებას და გელოდებით აღნიშნულ ივენთზე.