19.50 GEL
ინგლისურიდან თარგმნა დავით ახალაძემ. ”კერი” სტივენ კინგის პირველი გამოქვეყნებული რომანია. სწორედ ამ წიგნით დაიწყო ახალი ხანა ჰორორის ჟანრის ლიტერატურაში. ეს გახლავთ ერთი დაჩაგრული (შინ - დედის რელიგიური ფანატიზმისაგან, ხოლო სკოლაში - თანაკლასელების დაუნდობლობისაგან) და ყველასგან გარიყული გოგონას - კერიეტ უაიტის - ტრაგიკული ისტორია. გოგონას ყოველი მცდელობა, როგორმე გაარღვიოს მოჯადოებული წრე და ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდის ცხოვრებით იცხოვროს, კრახით მთავრდება. თითქოსდა ბედს შეგუებული კერი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შეუძლია, მწარედ იძიოს შური...