19.50 GEL
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ.”თვითმკვლელი ქალწულები” ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ჯეფრი იუჯინიდისის (1960) პირველი რომანია, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, სოფია კოპოლამ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროს-პოინტში, ლისბონების ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ აქვს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდების - ლისბონების გოგონების თითოეული ნაბიჯი თავზარდამცემად ლოგიკურიცაა და ამავე დროს ალოგიკურიც. სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა, თავისუფლებისკენ სწრაფვა საბედისწეროდ სახეცვლილი წარმოგვიდგება ჯეფრი იუჯინიდისის ამ წიგნში.