0.00 GEL
ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ. „ბნელი კოშკის“ მესამე ნაწილი, „უნაყოფო მიწები“, წინამორბედი წიგნების მსგავსად, ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ სტივენ კინგი, სათავგადასავლო მოტივების გარდა, საინტერესო ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ პლასტებს გვთავაზობს. წიგნი იწყება მეორე ნაწილში, „სამის გამორჩევაში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ და მოგვითხრობს სამყაროს უკანასკნელი მსროლელის, როლანდის ახალი „კა-ტეტის“ (მისი ერთგული მეგობრების ჯგუფის) საბოლოო ჩამოყალიბებისა და მათი ხანგრძლივი ერთობლივი ლაშქრობის ამბებს „ადგილიდან დაძრულ სამყაროში“, რომელიც ძალიან „მოგვაგონებს“ პოსტაპოკალიპსურ სამყაროს, სადაც მაგია მძლავრობს...