18.50 GEL
ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ. მარტინ ემისი (1949), ჯულიან ბარნსთან და სალმან რუშდისთან ერთად, თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურის ვარსკვლავია. ”ღამის მატარებელს” - მწერლის 1997 წელს გამოცემულ რომანს - ერთი შეხედვით, კლასიკური დეტექტივის ყველა მთავარი ნიშანი აქვს. გამომძიებელი მაიკ ჰულიჰანი ცდილობს გაარკვიოს, რატომ უნდა მოეკლა თავი ახალგაზრდა ქალს, ვისაც საზრუნავი და სადარდებელი არც არაფერი ჰქონდა. რთული გამოცანა დაკვირვებას, მოვლენების სხვადასხვა მხრიდან დანახვას და ზედაპირულ შეფასებებზე უარის თქმას ითხოვს. ის, რაც მარტინ ემისის რომანში ხდება, არ ჰგავს სხვა დეტექტივებში მომხდარ ამბებს და, შესაბამისად, შეკითხვებზე პასუხის გაცემაც უფრო და უფრო რთულდება. ”ღამის მატარებელი” ვარაუდებისა და ბოლომდე გაუმხელელი სიმართლეების წიგნია, სადაც არაფერია ერთმნიშვნელოვანი და იოლად ასახსნელი.