0.00 GEL
ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ. XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ საუკეთესო პროზაიკოსად აღიარებული ამერიკელი მწერლის, რიჩარდ იეიტსის (1926-1992) რომანი „სააღდგომო ჩვენება“ მკითხველთა და კრიტიკოსთა სამართლიან გაოცებას იწვევს - თავისი უჩვეულოდ ძუნწი, ლაკონური და, ამავე დროს, საოცრად ტევადი თხრობის სტილის წყალობით ამ არცთუ სქელტანიან წიგნში მწერალი ერთი ოჯახის თითქმის სამი თაობის ბედ-იღბლის თანაზიარად გვაქცევს. ეს სევდიანი საგა მოგვითხრობს იმაზე, რომ ამ ცხოვრებაში არცერთი გზის არჩევა ბედნიერების უპირობო საწინდარი არ არის და არც შეიძლება იყოს...