19.50 GEL
სპარსულიდან თარგმნეს მზია ბურჯანაძემ და თეა შურღაიამ. გოლი თარაყი (1939) - ცნობილი ირანელი მწერალი ქალი - მოთხრობების ხუთი კრებულის, ორი რომანის, ერთი პოემისა და ლიტერატურული ესეების ავტორია. ცხოვრობს პარიზსა და თეირანში. მისი პროზა მუდამ ორ სამყაროს შორის ტრიალებს: ერთი მხრივ, სამშობლოსთან დაკავშირებული მოგონებები და ნოსტალგია, მეორე მხრივ - ევროპული რეალობა. თარაყის ენა განსაკუთრებულია: პოეტური, რიტმული, ბავშვობის მოგონებებივით ფერადოვანი. მწერალი, მისივე პერსონაჟივით, „ფრაზებს იტკბობს, წერტილებს გემოს უსინჯავს, ისრუტავს... მერე კი თვალებს ხუჭავს და ელოდება, როდის დაილექება სულში ასოთა გემო“.