19.50 GEL
ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ. რომანი „ქვის ანგელოზი“ კანადური ლიტერატურის კლასიკოსის, მარგარეტ ლორენსის (1926-1987) ე. წ. „მენავაკის ციკლის“ პირველი და ყველაზე ცნობილი წიგნია. მენავაკა კანადის პრერიებში მდებარე გამოგონილი პატარა ქალაქია. მას ხშირად ადარებენ ფოლკნერის იოკნაპატოფას, თავად ლორენსს კი „კანადელ ფოლკნერს“ უწოდებენ. „მენავაკის ციკლის“ წიგნები XX საუკუნის კანადური ლიტერატურის ერთგვარი ნიშანსვეტია. „ქვის ანგელოზის“ მთხრობელი, ხანში შესული ჰეიგარი, თავისი რთული, დრამატული ცხოვრების ამბავს ჰყვება. მის მონათხრობში გარდასული ცხოვრების სურათებს აწმყო ენაცვლება ხოლმე, აწმყოში კი ჰეიგარს ერთადერთი რამ სურს - არ მოხვდეს მოხუცთა თავშესაფარში...