save 0
cart 0
star
(0 customer review)

ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე

ემილ ჩორანი (Author)

  • Publisher: დიოგენე
  • 222 Page / Published 2021-01-29
  • Category: Other Languages , უცხოური პროზა
  • ISBN: 9789941116216
  • Language: Georgian
  • Format: PB
  • CD/DVD:
Quantity

19.50 GEL

Author
author
ემილ ჩორანი

Read More

ფრანგულიდან თარგმნა ილია ბაწაშვილმა. რუმინული წარმოშობის ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოაზროვნის, ემილ ჩორანის (1911-1995) წიგნში „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“ მცირე ზომის ჩანაწერებია გაერთიანებული. ზოგადად, აფორიზმი ჩორანის საყვარელი ფორმაა, „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“ კი - მისი აფორიზმებისა და ჩანაწერების გამორჩეული კრებული. იგი თავად ავტორსაც განსაკუთრებულად უყვარდა. ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც: „ამ წიგნში, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ გვერდზე გადაშალოთ, წიგნში, რომლის ბოლომდე წაკითხვაც აუცილებელი არაა, ყველა სიტყვას ვეთანხმები“. ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ ჩანაწერებში ყველაზე კარგად ჩანს მწერლის დამოკიდებულება იმ საკითხებისადმი, რომლებიც მუდმივად აძლევდნენ სააზროვნო იმპულსებს და ყოფნა-არყოფნის დარ ძველისძველ დილემებთან აბრუნებდნენ.