15.50 GEL
„1975 წელს რობერ ბრესონი აქვეყნებს „ჩანაწერებს კინემატოგრაფზე“. ამ ერთი შეხედვით უბრალო სათაურის უკან იმალება უზარმაზარი სამყარო. ხელოვნების ახალი დარგის სამყარო, მისი არსი. ამ დარგს ბრესონი უწოდებს კინემატოგრაფს და კატეგორიულად მიჯნავს მას ჩვენთვის ყველასთვის ჩვეული ცნებისგან – კინოსგან. კინემატოგრაფი – „კედელზე გაჭიმული თეთრი ტილოს მართკუთხედი ნაჭერი“, რომელზედაც, კამერისა და ხმის ჩამწერი მოწყობილობის საშუალებით, შეიძლება გაიელვოს ადამიანის სულმა.”