30.95 GEL
რომანის მთავარი პერსონაჟი, ურანია კაბრალი, ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ პირველად ბრუნდება სამშობლოში მამასთან შესახვედრად. დომინიკის რესპუბლიკაში იწყებს იგი იმ ამბების გახსენებას, რომელთა გამოც მიატოვა თავისი ქვეყანა და დაიფიცა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა. ამის პარალელურად, მწერალი ოცდათხუთმეტი წლის წინანდელ დომინიკის რესპუბლიკაში – ტრუხილიოს ეპოქაში – აბრუნებს მკითხველს და ქრონოლოგიური სიზუტით აღადგენს დიდი პოლიტიკური მკვლელობის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს.