19.95 GEL
ევრიპიდეს სახელი დაკავშირებულია თეატრალურ ინოვაციებთან, რომლებმაც უღრმესი გავლენა მოახდინეს დრამაზე და ეს გავლენა დღემდე გრძელდება. მისი მთავარი თავისებურება ის იყო, რომ მან ტრადიციული მითოსური გმირები უჩვეულო გარემოებებში მოხვედრილ ჩვეულებრივ ადამიანებად წარმოადგინა. ამ ახალმა მიდგომამ მიიყვანა იგი ნოვატორულ აღმოჩენებამდე, რომლებიც უფრო გვიანი ხანის ავტორებმა კომედიას მიუსადაგეს, ხოლო ზოგიერთმა აღმოჩენამ რომანის ჟანრს დაუდო საფუძველი. ...