50.95 GEL
1935 წლის 29 ივნისს პარიზში ემიგრანტი ილია ზდანევიჩი საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის დავალებით შეხვდა გალაკტიონ ტაბიძეს და შესთავაზა საფრანგეთის დედაქალაქში დარჩენა. გალაკტიონმა უარი განუცხადა – „მირჩევნის ჩემი ტფილისო“. ამგვარი უცნობი და საინტერესო ეპიზოდებითაა შევსებული მეშვიდე გამოცემა ვახტანგ ჯავახაძის პოპულარული ბიოგრაფიული რომანისა „უცნობი“, რომლის საერთო ტირაჟი უკვე სამოცდახუთი ათასს აღემატა.