11.95 GEL
ეს არის იგავი დანაშაულის, მარტოობის, იმედისა და უიმედობის შესახებ. რომანის სიუჟეტი დაფუძნებულია ორი ადამიანის მეგობრობასა და მათ საზიარო ოცნებაზე, რომ ერთხელაც საკუთარი სახლი და დიდი ბოსტანი ექნებათ, კურდღლებს მოაშენებენ, წიწილები ეყოლებათ და ზამთრის წვიმებში, ღუმელთან შემომსხდარები, ყურს მიუგდებენ, როგორ ეცემა წვიმის წვეთი სახლის სახურავზე. წიგნში მოქმედება ხდება დიდი დეპრესიის პერიოდის კალიფორნიაში და ასახულია მისი თანმდევი მოვლენები: რასიზმი, მარტოობა, ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის.