14.50 GEL
წიგნისთვის დართულ წინასიტყვაობაში მარკესი ამბობს: "ეპიზოდებად დაყოფილი ეს ისტორია თორმეტი დღის განმავლობაში იბეჭდებოდა გაზეთში. თავდაპირველად მთავრობამ თავისი გმირის ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსვლა იზეიმა, მაგრამ შემდგომ, სიმართლე რომ გამოქვეყნდა, სერიალის ბეჭდვა აკრძალა. ეს მაშინ, როცა გაზეთზე მოთხოვნილება გაორმაგდა და გამომცემლობის წინ შეგროვილი ხალხი მოთხრობის სრული კომპლექტის ხელში ჩასაგდებად ყველა ნომრის შეძენას ცდილობდა".