16.00 GEL
ეს წიგნი იმ ემიგრანტის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებია, 20 წლის წინ რომ დატოვა საქართველო და ევროპაში იპოვა თავისი ადგილიც და როლიც. იმ სუპერპოპულარული მსახიობის ამბავი, რომლის სახელსაც არა მხოლოდ ტიტრებში და თეატრალურ აფიშებზე, არამედ თბილისურ კორპუსებზეც აწერდნენ ყველას დასანახად მისი თაყვანისმცემლები. ყველაზე მთავარი აქ მაინც მერაბ ნინიძის შესაშური გულწრფელობაა, რაც ამ წიგნში შესულ ყველა ამბავს და ეპიზოდს სანდო, საინტერესო და განუმეორებელ საკითხავად აქცევს.