15.00 GEL
ნინო ხარატიშვილი "ჩემი საყვარელი ორეული" 2011 წელს დამოუკიდებელი გერმანული გამომცემლობების პრიზით დაჯილდოვდა. ესაა რთული ოჯახური ურთიერთობებისა და მტკივნეული სიყვარულის ამაღელვებელი ამბავი. სტელა ოცდაათი წლის ქალია, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ეწევა და მეუღლესთან ერთად ჰამბურგში ცხოვრობს. მისი მყუდრო ცხოვრება ნახევარძმის - ივოს მოულოდნელი გამოჩენით ირღვევა. სტელასა და ივოს ამ შეხვედრის სცენები რომანში სულიერი ტრამვებით სავსე მათი ბავშობის მოგონებებთან თავბრუდამხვევადაა გადახლართული.