16.90 GEL
„ჩვენი გრძელი ამბავი“ მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუშია.ქიზიყში სოფელი ნუკრიანი მდებარეობს. ეს ნაირა გელაშვილის მშობლიური სოფელია, რომლის სივრცეშიც იშლება მწერლის საგვარეულო „საგა“. ვირტუოზული ოსტატობით გამოკვეთილი პერსონაჟები, ერთდროულად იუმორითა და თანაგრძნობით გადმოცემული მათი ბედისწერის მთავარი შტრიხები, ძირითად ეპიკურ ნაკადში ჩართული ისტორიული, ლიტერატურული თუ მითოლოგიური ამბები მკითხველის თვალწინ აცოცხლებენ არა მხოლოდ ერთი საგვარეულოს წევრების, არამედ მთელი ქვეყნის ბედ-იღბალსაც...