16.95 GEL
,მოსკოვი-პეტუშკი", შეიძლება ითქვას, ავტორის ერთადერთი ნაწარმოებია, რომელმაც ვენედიქტ ეროფეევი მეოცე საუკუნის რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ აქცია და მას, ევროპელი მკითხველისა და ლიტერატორების აზრით, გოგოლისა და ჩეხოვის გვერდით მიუჩინა ადგილი. ერთი რამ აშკარაა - საბჭოთა, უფრო კი რუსი ადამიანის ცხოვრების ბლუზს ასე მკაფიოდ სხვა ვერც ერთ წიგნში ვერ შეიგრძნობთ. ,,მოსკოვი-პეტუშკი" გასული საუკუნის 60 - იან წლებში დაიწერა და 80-იანი წლების ბოლომდე არ გამოცემულა რუსეთში.