16.95 GEL
„სული-ჩიტი“ თამარ გეგეშიძის სადებიუტო რომანია, ქართველი ავტორის მიერ მოზარდებისთვის შექმნილი ერთ- ერთი გამორჩეული თანამედროვე წიგნი. ლუკა თავიდან ყველას შეიძლება ერთი ჩვეულებრივი, თერთმეტი წლის ბიჭი გეგონოთ, მაგრამ იგი სულაც არ ფიქრობს ასე და მიაჩნია, რომ მისი კარგად გაცნობაა საჭირო. ერთ მშვენიერ დღეს, ლუკა და მისი ახლო მეგობრები გადაწყვეტენ ცის ფრინველებიდან თავისი, საკუთარი ჩიტი ამოირჩიონ, ის, რომელიც მათი სული გახდება და მას შემდეგ, თითოეულ მათგანს, თავისი სული-ჩიტი ეყოლება.