30.95 GEL
თურქული სიტყვა „აჯაფსანდალი“, რომელიც სავარაუდოდ „რა ლამაზი ხარ“-ს ნიშნავს, ყველა კავკასიელისთვის ოჯახში სათუთად მომზადებული გემრიელი საჭმლის ასოციაციას იწვევს. ლოგიკურად ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამო კომპოენენტების ნაზავი პარადოქსულ ეფექტს გვაძლევს. სწორედ ასეთი ნარევის მსგავსი ანალოგიაა ჩემთვის თბილისი. აღმოსავლურ-დასავლური, აზიურ-ევროპული მიქსი, არქიტექტურული სტილებისა და ხელოვნების მიმდინარეობების ცოცხალი ენციკლოპედია, წარსულის უკიდეგანო იდუმალი სიღრმეებიდან ამოსული ...- ნოდარ სუმბაძე