17.95 GEL
გელა ჩარკვიანის ახალი წიგნი ანგლოფილის მასტერკლასია – იმ ბიჭის ამბავი, რომელმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში მიზნად დაისახა, სრულყოფილად შეესწავლა ინგლისური ენა; შეესწავლა ისე, რომ ამ ენაზე შეძლებოდა შეუცდომლად გამოეთქვა ყველაფერი, რასაც მშობლიურ ენაზე წერდა და ლაპარაკობდა, და ცოტა მეტიც. ავტორის დაკვირვებით, ეს რთული გზა აუცილებელ ჩვევათა გამომუშავებაზე გადიოდა, რაც ყოველდღიურად საათობით თავაუღებელ შრომას და მტკიცე ნებისყოფას მოითხოვდა.