ე კომბლე ვარ, ასე ხალხმა შემარქვა, რადგან კომბლებს ვთლი და ჭერში ვაწყობ. ჩემი თავგადასავალი უნდა გიამბო, ერთხელ შეთქმულება მომიწყეს და მომატყუეს, მაგრამ კუდით ქვა ვასროლინე. მერე დათვმა მოინდომა ჩემი გაბითურება, მაგრამ არც იმას დაადგა კარგი დღე. ბოლოს გულბოროტი მეფეც კი განვარისხე, მაგრამ მასთანაც გავიმარჯვე და სამეფო ტახტიც დავათმობინე. რა არ გადამხდა, მაგრამ დღესაც კომბლებს ვთლი და ჭერში ვაწყობ, ვინც ჩემს ცხვრებს ხელს ახლებს, თავში ჩავცხებ, ალალ-მართალსა და გულკეთილს კი ვწყალობ.