რაც დრო გადის, ქუჩის ხელოვნება („სტრიტარტი“) სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც. თბილისის ქუჩებში მომრავლდა ნამუშევრები და ზოგი მათგანი სრულიად დამახასიათებელი გახდა ქალაქისთვის. თუმცა ხელოვნების ამ საინტერესო მიმდინარეობის შესახებ ჩვენში დღემდე არ გამოცემულა ცალკე ალბომი. ეს პირველი მცდელობაა. საქართველოში დროდადრო ტარდება სხვადასხვა ფესტივალები, სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები უამრავ საინტერესო ნამუშევარს ქმნიან ურბანულ სივრცეში.