17.95 GEL
ალუბალა სხვა ჩიტებს არ ჰგავდა - ცეკვა უყვარდა და როცა ყველა სხვა ჩიტი გარიჟრაჟზე გალობდა, ის ხიდან ხეზე დახტოდა ცეკვა-ცეკვით. არავის მოსწონდა ალუბალას სილაღე და მხიარულება, ბუ უბღვერდა, ბეღურა ეჭიმებოდა და ოფოფი იფოფრებოდა. ყველასაგან განსხვავებულად ყოფნა არ არის ადვილი და ალუბალაც თითქოს შეეგუა ბედს. მაგრამ, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს, იმას ვერავინ და ვერაფერი გადაგვაფიქრებინებს დიდი ხნით.