21.95 GEL
გიორგი ჯინჭარაძეს, სხვა მონაწილეებთან ერთად, ეკუთვნის მუზეუმ "წიქარას" შექმნის იდეა. ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობის საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის პროგრამის ფარგლებში გაიმართა გამოფენა, სადაც სხვა ქართველი მხატვარ-ილუსტრატორების ნამუშევრების გვერდით წარმოდგენილი იყო მისი ნახატებიც - "წიქარას" ილუსტრაციების ნაწილი. ამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ზღაპრის ხელახლა გამოცემა სწორედ მაშინ გადაწყდა.