17.95 GEL
ვაჟას ია, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულის, სინაზის, სიფაქიზის, დაუცველობის, დღემოკლეობის ტრაგიკული სიმბოლოა. „არ შეგვიცივდეს", „არაფერმა არ აწყინოს", „საბრალო", „ბეჩავი"... ვაჟას ქალიშვილის, გულქანის მოგონებებიდან ვიცით, რომ ვაჟა ამ იდუმალ ყვავილში ადამიანს გულისხმობდა, ეს მისი დიდი სიყვარული, მისი პირველი მეუღლე, კეკე ნებიერიძე (ამილახვარი) იყო. შეყვარებულ ვაჟს ეშინოდა, ბარში გაზრდილ ქალს მთაში გაუჭირდებაო და შედევრით „იას უთხარით ტურფასა"... აფრთცილებდა, ნუ მოხვალო.