21.95 GEL
ერთ დღეს მაქსმა მგლის კოსტიუმი ჩაიცვა და მთელი სახლი ყირაზე დააყენა. რა საძაგელი ვინმე ხარო, გაუჯავრდა დედა და უვახშმოდ მიაბრძანა თავის ოთახში. იმ ღამეს მაქსის ოთახში ტყე ამოიზარდა, აღელვებულმა ზღვამ კი აფრიანი ნავი მოაცურა... ასე იწყება მაქსის მოგზაურობა საძაგელი არსებების ქვეყანაში. ამ წიგნს გამოცემის დღიდან მთელი მსოფლიოს მილიონობით ბავშვი კითხულობს. მისი ავტორი და ილუსტრატორი, მორის სენდაკი, არაერთი პრემიის ლაურეატია, მათ შორის საბავშვო ლიტერატურის დარგში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოების.