6.00 GEL
არ ვიცი რაზეა ეს რომანი და მომკალით თუ გინდა, მაგრამ ის ნაღდად ვიცი რომ ამ ამბის წერა ყველაზე მეტად გამჭირდა, ყველაზე უსიამოვნო იყო ჩემთვის და ერთი სული მქონდა, როდის დავამთავრებდი. რატომ? ალბათ იმიტომ რომ ვწერდი ზამთარში, სიცივისგან და არყისფერი ცისგან მოღუშული და თანაც თითქმის სულ სიმართლეს, ეგ კი მაგარი მურტალი რამე აღმოჩნდა! რაზეა ეს წიგნი? ალბათ იმაზე რაზეც უნდა წერდეს ახალგაზრდა კაცი ძმაკაცობაზე, თბილისზე, რაგბიზე, გამოუცდელი თვალით დანახულ ცხოვრებაზე.