8.00 GEL
კამინო რიალი იყო უძველესი გზათა სისტემა ლათინური ამერიკის ქვეყნებში. საერთო სიგრძით 40 ათას კილომეტრზე მეტი. ერთი განშტოება, მდინარე რიო-გრანდეს მიჰყვება და აცტეკთა ტომების მემკვიდრეობაა. ტენესი უილიმსი სახელს მეტაფორული მნიშვნელობით იყენებს. პიესაში კამინო რიალი ეწოდება საპორტო ქალაქს. იგი ჰგავს ნებისმიერ სხვას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის. ანუ არის ყველგან და არსად. ამ ადგილიდან გაღწევა თითქოს შეუძლებელია. დიდი ქვის გალავანი დგას მასა და მთელ სამყაროს შორის. კედლის მიღმა ტერა ინკოგნიტაა. პირველი, ვინც ამ ქალაქში მოდის, დონ კიხოტია. რუკაზე კითხულობს, რომ ეს არის ადგილი, სადაც არასოდეს დადგება კაცობრიობის გაზაფხული. (შპენგლერი!) დონ კიხოტი იძინებს და ,,ამბავი“ მისი სიზმარია. მოქმედი პირები არიან რეალურად არსებული და მხატვრული ლიტერატურიდან აღებული პერსონაჟები - სიმბოლოები!“