13.00 GEL
ობოლი გოგონას - ჰაიდის - თავგადასავალი, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის საბავშვო ბესტსელერია, იოჰანა შპირიმ 52 წლის ასაკში, 1879 წელს, საშობაოდ, სულ რამდენიმე კვირაში დაწერა და მალევე გამოაქვეყნა. იოჰანა შპირის შექმნილ იდიალურ სამყაროში ხაზგასმულია აღზრდისა და განათლების აუცილებლობა. თითქმის საუკუნე-ნახევრის შემდეგაც საინტერესოდ იკითხება პატარა გოგონას ამბავი, რომელიც შვეიცარიის ალპებში მოხუც ბაბუასთან ერთად ცხოვრობს და ყველა ასაკის მკითხველს ხიბლავს გულწრფელობითა და სუფთა, ბავშვური გულუბრყვილობით.