18.50 GEL
„ოთხი წლის რომ ვიყავი, ოთხი ბებია-ბაბუა მყავდა: ორი - ქალაქში და ორიც - სოფელში“. ასე იწყება ეს წიგნი, რომელიც მოგვითხრობს არაჩვეულებრივ ბაბუაზე და ალუბლის ხეზე, ბატ ალფონსინაზე და მის ქმარ ორესტეზე, ბებია ტეოდოლინდაზე და მის ფუმფულა „რაღაცებზე“; და ბავშვზე, რომელსაც არ ავიწყდება თავისი „გიჟი“ ბაბუა, რომელიც ხეებზე ადიოდა და რომელმაც მას უამრავი ბედნიერი წუთი აჩუქა.