34.00 GEL
„ტრაქტატში ფერწერის შესახებ“ ლეონარდო და ვინჩი ამტკიცებს ფერწერის, როგორც მეცნიერების, უპირატესობას ქანდაკებასთან, მუსიკასთან და პოეზიასთან შედარებით; აყალიბებს შუქ-ჩრდილების თეორიას, ადამიანის თვალით აღქმული განათებისა და სიბნელის ძირითად პრინციპებს; აკვირდება, თუ როგორ ცვლის პერსპექტივას თვალსა და ობიექტს შორის მოქცეული ჰაერი; ლეონარდო პირველია, რომელიც ხსნის, თუ როგორ წარმოიქმნება ცის სილურჯე; მისი ტრაქტატი შეიცავს მინიშნებებს დედამიწის სფეროსებრი ფორმის შესახებ;