20.00 GEL
„თუკი თბილისის სილამაზით მოხიბლული XIX საუკუნის მოგზაურები მას „კავკასიის პარიზს” უწოდებდნენ, ამაში შესანიშნავ პოლონელ არქიტექტორს, ალექსანდრ შიმკევიჩს თავისი ღვაწლი მიუძღვის. სამწუხაროდ, ამ არაჩვეულებრივი არქიტექტორის შესახებ ბიოგრაფიული მასალები ძალიან მწირია. ასევე მინიმალური ინფორმაციაა შემონახული შიმკევიჩების საოჯახო არქივშიც და დრომ მხოლოდ მის მიერ შექმნილი არქიტექტურული ძეგლების გარკვეული რაოდენობა შემოგვინახა. წინამდებარე ალბომი მხოლოდ ამ ხარვეზის შევსების მცდელობაა. ჩვენ შევეცადეთ ის ეპოქა და გარემო გაგვეცოცხლებინა, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ეს შესანიშნავი პიროვნება.” – გიორგი კაკაბაძე წიგნში გამოყენებულია თორნიკე მგელაძის, პაბლო ფერარის, კონსტანტინე ზანისის, გურამ კაპანაძისა და ვლადიმერ ყატაშვილის ფოტოები. გამოცემის მხარდამჭერია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. განსაკუთრებული მადლობა აბრეშუმის სახელწიფო მუზეუმს.