15.00 GEL
წიგნი წარმოადგენს მოგონებებისა და ესეების კრებულს, რომელშიც გადმოცემულია საბჭოთა პერიოდის ტრაგიკული მოვლენებიცა და თავისი ნიჭითა და პრინციპულობით გამორჩეული ადამიანების ისეთი ამბებიც, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ არ არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისათვის. ასევე, შეფასებულია ცნობილი ქართველი მწერლების (გურამ დოჩანაშვილის, ჯემალ ქარჩხაძის, ანა კალანდაძის) მოქალაქეობრივი პოზიცია და მათი გავლენა საბჭოთა პერიოდის ახალგაზრდობაზე. წიგნში მოთხრობილია საინტერესო ისტორიები ქართველი ემიგრანტების შესახებ და საბჭოთა სინამდვილისათვის დამახასიათებელი კურიოზები (ბობ დილანის ჩამოსვლა საქართველოში). ეს წიგნი გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის თანამედროვე ახალგაზრდობას იმის თაობაზე, თუ რა იყო „საბჭოთა მარაზმი“ და როგორი ბედი ხვდა წილად „დაკარგულ თაობას“.