„ეს რომ მართალი იყოს“ მარკ ლევის პირველი რომანია, რომელიც მწერლის ცოლისდამ მის უჩუმრად გააგზავნა გამომცემლობა რობერ ლაფონში. რომანი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და 30 ენაზე ითარგმნა. სტივენ სპილბერგმა იმავე წელს საავტორო უფლებები შეიძინა ფილმის გადასაღებად. ასეთი წარმატების შემდეგ მარკ ლევი მთლიანად ჩაეფლო სამწერლობო მოღვაწეობაში.