save 0
cart 0

The Infinite Game

4 years ago

“We achieve more when we chase the dream instead of the competition.”

 

სამყარო ყოველდღიურად იცვლება. თითოეული ჩვენი გადაწყევტილება გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე. სად ვიქნებით, როგორ ვიქნები, ვინ იქნება ჩვენს გარშემო. ყველას ერთხელ მაინც გვითამაშია ისეთი თამაში როგორიც არის ჭადრაკი, ფეხბურთი, ბანქო. ამ თამაშებს ერთი საერთო აქვთ, აქ განსაზღვრულია თამაშის წესები, მოთამაშეები და თამაშის სასრული წერტილი. თუმცა რა ხდება რეალურ ცხოვრებაში, როგორია ჩვენი ყოველდღიურობა და ჩვენი ქმედებები? ვიყენებთ თამაშის სტრატეგიებს და წესებს? ვიცით ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე? მინდა თვენი ყურადღება ბოლო შეკითხვაზე გავამახვილო. სანამ საიმონ სინეკის წიგნს The infinite game გავეცნობოდი, ალბათ უსასრულო სიას გავაკეთებდი კონკურენტი კომპანიების, მსოფლიოში წამყვანი კომპანიების მაგალითებს გადავხედავდი და ასე მოვიქცეოდი ყოველ ჯერზე, როცა მკითხავდნენ ვისთან მიმართებაში ვარ ბიზნეს თამაშში ჩაბმული.  

 

The Infinite Game-ის წაკითხვის შემდეგ შევიცვალე დამოკიდებულება, გავაცნობიერე, რომ წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება. ცხოვრება არ არის შეჯიბრი, სადაც გამარჯვებულები ან დამარცხებულები არსებობენ.  ცხოვრება ეს არის უსასრულო თამაში, სადაც წესები და მოთამაშეები მუდამ ცვალებადია, ხოლო ერთადერთი კონკურენტი, ვინც შეიძლება გვყავდეს ეს არის საკუთარი თავი.  ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ გვაქვს შანსი შევქმნათ რაღაც ღირებული, მნიშვნელოვანი, იდეა რომელსაც ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში ვემსახურებით.

 

მთავარია, ვუპასუხოთ შეკითხვას: როგორ თამაშს ვთამაშობთ სასრულს თუ უსასრულოს?! თუ თქვენი არჩევანიც უსასრულობისკენ იხრება, მაშინ გაგიზიარებთ საიმონ სინეკის რჩევებს, როგორ შევიქმნათ უსასრულო აზროვნება.  

 

ნებისმიერ ლიდერს, რომელსაც სურს უსასრულო თამაშში ჩაბმა, წიგნი ასწავლის ხუთ მნიშვნელოვან პრაქტიკას:

 

  • Advance a Just Cause
  • Build Trusting Teams
  • Study your Worthy Rivals
  • Prepare for Existential Flexibility
  • Demonstrate the Courage to Lead

რა თქმა უნდა, რთულია, რომ ყველა ლიდერმა ზედმიწევნით შეასრულოს წიგნში მოცემული რჩევები, ან თუნდაც ყველა ლიდერმა ყოველთვის შეძლოს უსასრულო თამაშისთვის საჭირო განწყობა შეინარჩუნოს, თუმცა ეს წიგნი და თითონ ავტორი ნამდვილად შეცვლის თქვენს აღქმას, აზროვნების სტილს, დაგეხმარებათ გახდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

 

გისურვებთ სასიამოვნო კითხვის პროცესს.

 

და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ  იკითხოთ ორიგინალში, ეს დაგეხმარებათ ავტორის მიერ აღწერილი ტექნიკები უფრო გასაგები გახდეს.