save 0
cart 0

Find Your Why

4 years ago

ყველა ადამიანს აქვს თავისი „რატომ?“. გიფიქრია რა არის შენი „რატომ“?

 

”რატომ“ - არის მიზეზი და შინაგანი რწმენა, რაც თითოეულ ჩვენგანს მოქმედებისკენ გვიბიძგებს.

 

ყველა ორგანიზაციას თუ ინდივიდი მოქმედებს სამ დონეზე: რას ვაკეთებთ? როგორ ვაკეთებთ და რატომ ვაკეთებთ. ჩვენ ყველამ ვიცით რას ვაკეთებთ: მაგალითად: რა პროდუქტებს ვყიდით, რა სერვისს ვთავაზობთ ან რა საქმეს ვემსახურებით. ბევრმა ჩვენგანმა  ვიცით როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ცოტა ჩვენგანმა თუ იცის რატომ აკეთებს.

 

რატომ ვდგებით ყოველ დილით ადრე? მივდივართ სამსახურში და ვაკეთებთ საქმეს, რომელიც გვიყვარს. ეს არის ჩვენი შესაძლებლობების რეალიზება,  ყოველ დღე იმ მიზნისკენ სწრაფვა, რომელიც შეიძლება დიდი ხანია დავისახეთ.

 

კითხვა „რატომ“, რომელიც სხვადასხვა საგნებს, ისტორიას თუ ადამიანს შეიძლება დაუკავშირდეს, ჩვენს ცხოვრებაში  ბევრი რამის ინდიკატორად შეიძლება გავხადოთ. თითოეულმა ჩვენთაგანმა მნიშვნელოვანია  იცოდეს რა არის საკუთარი „რატომ“?

 

საიმონ სინეკის წიგნიც სწორედ ამას ეფუძნება. ჩვენ ჯერ საკუთარი „რატომ“-ით ვიწყებთ ფიქრს, რომ შემდეგ ის განვაზოგადოთ და ფართო სპექტრში ავსახოთ. აღნიშნული კითხვა არის საზომი შენი დასახული მიზნების, მოტივაციის, ურთიერთობების და სხვა მრავალი საჭირო საკითხის.

 

წიგნი გვეხმარება  ფოკუსირებული იყო შენს მიზნებზე და დაუღალავად ისწრაფოდე მისკენ, ის გეხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში დასახო გეგმები და გააზრებული იყოს თითოეული შენი ნაბიჯი, როგორც პირად ასევე სამსახურეობრივ გარემოცვაში.

 

რაც მთავარია წიგნის საშუალებას გაძლევს  გახდე მოტივატორი და მაგალითი შენი გარემოცვის, რომელსაც შეიძლება შენი დახმარება  ყველაზე მეტად სჭირდება.

 

ადამიანთა დახმარება ეს ყველაზე დიდი მოტივაცია შეიძლება იყოს შენი ცხოვრების, გაუღვივო მათ სიცოცხლის და მუშაობის უნარი, რომელიც მუდამ მადლიერი იქნება შენი პოვნით, შენ, რომელმაც ყოველთვის იცის კითხვაზე პასუხი „რატომ“.