save 0
cart 0
event img

Homo Deus | Future of Human Kind

როდესაც მსოფლიო მოსახლეობა საერთო გამოწვევამ გააერთიანა, ისმის შეკითხვა როგორი იქნება ჩვენი მომავალი? როგორ შეცვლის სამყაროს ხელოვნური ინტელექტი და გენეტიკური ინჟინერია.

 

რა ემართებათ დემოკრატიულ სახელმწიფოებს, როდესაც facebook-მა და google -მა უფრო მეტი იცის ჩვენი გატაცებებისა და პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ვიდრე ჩვენ?

 

ხომ არ დადგა დრო განვმარტავდეთ საკუთარ თავთან. გავიცნოთ საკუთარი „მე“ უკეთ.

 

homo deus ეს არის წიგნი რომელიც ეხება მომავალს. ის აერთიანებს მეცნიერებას, ისტორიას, ფილოსოფიას. მომავლის ხედვას, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება გაუგებარი იყოს, მეორე მხრივ აბსოლუტურ სიმართლეს წარმოადგენს.

 

გასული საუკუნეების მანძილზე კაცობრიობამ შეუძლებელი შეძლო. გაუძლო შიმშილს, ეპიდემიებს, ომებს. სად ვართ ახლა და საით მივდივართ?

 

ერთი ცხადია, დრო ქმნის ისტორიას, თუმცა კაცობრიობას შეუძლია შეცვალოს მისი მიმართულება.

 

შემოგვიერთდი ორშაბათს, 23 მარტს, 16:00 საათზე ონლაინ სემინარზე. ჩვენ სპიკერთან ერთად უფრო სიღრმისეულად ვისაუბროთ იუვალ ნოე ჰარარის წიგნზე და კაცობრიობის მომავალზე.

 

როგორ უნდა შემოუერთდეთ ონლაინ სესიას? 

 

ამისთვის საჭიროა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:

 

https://global.gotomeeting.com/join/685782037

 

შემოაღე კარი „homo deus | a brief history of tomorrow “