save 0
cart 0
event img

Book Club Event

2020-10-23 19:00:00 Chavchavadze Ave. 14

23 ოქტომბერს 19:00 საათზე წიგნის კლუბის პირველი სესია გაიმართება.

ჩვენი წიგნის კლუბის პირველი სესიის შეხვედრისთვის შევარჩიეთ ლიდერშიფის გურუდ აღიარებული საიმონ სინეკის წიგნი - The Infinite Game.

ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა ყოველდღიურობა და ახალმა გამოწვევებმა ბიზნესში ახალი წესები დაამკვიდრა. რთულია გაურკვევლობაში და არაპროგნოზირებად სამყაროში შეინარჩუნო პოზიტიური აზროვნება და იყო ორიენტირებული არა გადარჩენაზე, არამედ უსასრულო ბიზნესის ფორმირებაზე.

სწორედ ამიტომ ნიუ - იორკ თაიმსის ყველაზე გაყიდვადი წიგნი მკითხველს დაეხმარება აღმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც უსასრულო აზროვნების ლიდერი. 

 

სესიას გაუძღვება მაკო ჯაოშვილი, პოზიტიური აზროვნების ქოუჩი, 10 წლიანი ტრენერობის გამოცდილებით. შეხვედრის ფარგლებში გაიმართება დისკუსია, როგორც წიგნის ირგვლივ, ასევე თავად ავტორის შესახებს.

მისამართი: ჭავჭავაძის 14, bookshop-ის წიგნის მაღაზია.

წიგნის კლუბში გასაწევრიანებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა.