save 0
cart 0

Shakespeare in April

4 years ago

შექსპირმა ერთ-ერთ უკანასკნელ პიესაში აღნიშნა: „წარსული ეს პროლოგია“.


ამის შემდეგ ხუთ საუკუნეზე მეტი  გავიდა და არ არსებობს დრო, სადაც არ ახსოვთ შექსპირი.


იგი ეოვონის სტრატფორდში, ინგლისის სამეფოში დაიბადა. რადგან მისი მოღვაწეობის პერიოდში ადამიანის ბიოგრაფიას ყურადღება არ ექცეოდა, დღემდე არსებობს ბევრი ბუნდოვანი დეტალი მისი ცხოვრებიდან. მიუხედავად იმისა, რომ შექსპირს არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, თავისი შემოქმედებით მოახერხა და როგორც ინგლისური, ასევე მსოფლიო ლიტერატურა წარმატების უმაღლეს  მწვერვალზე აიყვანა.


შექსპირის შემოქმედება მნიშვნელოვანია ენობრივი თვალსაზრისით, რომლის ანალოგი  დღემდე არ არსებობს. სწორედ მისი პიესების დამსახურებაა, რომ ინგლისურ ენაში 3000-ზე მეტი სიტყვა დამკვიდრდა, მთლიანად შემოქმედებაში კი 25 000-ზე მეტი სიტყვა გამოიყენა. მის ნაწარმოებები ნათარგმნია მრავალ ენაზე და არაერთ ქვეყანაში დღემდე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს.


შექსპირის შემოქმედებას, როგორც ენაში, ასევე კულტურასა და განათლებაში,  უდიდესი როლი აქვს. მისი პიესების სცენაზე გადმოტანა, მთელი თავისი უნიკალური შინაარსით, ავითარებს თვალსაწიერს, ცნობიერებას და ადამიანურ ბუნებაში ნერგავს ბევრ ღირებულებას. მისი შემოქმედება ერთდროულად მოიცავს როგორც ტრაგედიებს, ასევე სიყვარულის ლამაზ ისტორიებს, კომედიებს, რომელთა შინაარსი ზოგჯერ სულაც არ არის სახალისო და უფრო მრავლისმთქმელია. თითოეულ ნაწარმოებში იგრძნობა ავტორის უსაზღვრო ფანტაზია და შთაგონება, რომელიც განმსჭვალულია ჰუმანურობით, ადამიანური ძალების რწმენით და მრავალი ყოფითი საკითხით, რაც მის შემოქმედებას უფრო უნიკალურს ხდის.


“ქაღალდის ფურცელს თუ გაანდე შენი ცხოვრება, დაბრუნდებიან დაკარგული შენი შვილები. გადაგეშლება წარსულ დღეთა სარკე მთლიანი, და შიგ მრავალი რამ იქნება სარგებლიანი”.
სამყაროში არსებობს ღერძი, რომლის გარშემოც შექსპირი მუდამ იტრიალებს. მისი შემოქმედების  ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, ადამიანის შესაძლებლობების რწმენა და ბევრი მნიშვნელოვანი ღირებულებები მუდმივად შეიძლება იქცეს მსოფლიოს შთაგონების წყაროდ. თუკი ერთხელ მაინც გაეცნობი მის შემოქმედებას, მუდამ გამორჩეულად აღიბეჭდება შენს ცნობიერზე და შეუძლია თავი მუდამ შეგახსენოს. სწორედ ეს არის შექსპირის მრავალსაუკუნოვანი გენიალურობა.


”Death once dead, there's no more dying then“


ჩვენ გთავაზობთ 30 %-იან ფასდაკლებას შექსპირის კოლექციაზე, აპრილის თვის ბოლომდე.