save 0
cart 0

Favorite Darkest Retellings – რა წავიკითხოთ ჰელოუინზე?

3 years ago

 

"It’s Halloween, everyone’s entitled to one good scare.”

 

ემზადებით ჰელოუინისთვის?

 

დაგვეთანხმებით, ოქტომბრის ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც უამრავ სხვადასხვა ემოციებთან ასოცირდება. ზოგს ეშინია, ზოგიც მოუთმენლად ელის ამ დღის დადგომას და გულმოდგინედ არჩევს კოსტუმს, გრიმს და მათ შორის ლიტერატურას, რომელიც ჰელოუინის განწყობას შეუქმნის.

 

საშინელებათა ჟანრი ყველაზე სპეციფიკური და საინტერესოა, რომლის კითხვისას უამრავ ადრენალინს გამოვყოფთ და დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ.  ეს არის ჟანრი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად გაოცებული, სევდიანი  და შეშინებული დაგტოვოს.

 

თუ ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ ჰელოუინის ლიტერატურა, გთავაზობთ საინტერესო ბლოგს, სადაც იმ წიგნებს გაგიზიარებთ, რომელიც ამ პერიოდისთვის თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება.

 

მკითხველისთვის ნამდვილი ფუფუნებაა, როცა არსებობს სტივენ კინგი და მისი დაუსრულებელი ფანტაზია ჰორორში. ეს არის ავტორი, რომელმაც არაერთი წიგნის საშუალებით დაამახსოვრა თავი მკითხველს, მათ შორის კი ყველაზე გამორჩეულია – IT. ცნობილი ფაქტია, რომ თავად სტივენ კინგსაც ეშინოდა პენივაიზის და ნაწარმოების დასასრულს დაიფიცა, რომ მასზე არასდროს დაწერდა. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ იცით, როგორ შეიქმნათ ჰელოუინის განწყობა IT ამაში უპირობოდ დაგეხმარებათ.

 

როგორც დოსტოევსკი ამბობდა, ელდგარ ალან პოს შემოქმედებას შეუძლია სინამდვილე განსაკუთრებულად წარმოაჩინოს. ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეულმა მწერალმა ჰორორის ჟანრში საუკეთესო მოთხრობებით დაიმკვიდრა თავი. აღნიშნულ წიგნში კი ყველა მათგანს შეხვდებით. რაც მთავარია Pan Macmillan – ის საკოლექციო წიგნებიდან, რომელიც ულამაზეს სასაჩუქრე გამოცემას წარმოადგენს.

 

თუკი კლასიკური ჰორორის წიგნებს გადავხედავთ, უდაოდ გამორჩეულია ბრემ სტოკერის Dracula. გრაფი დრაკულა მსოფლიო კულტურის ასპარეზზე პირველად სწორედ ამ წიგნის საშუალებით გამოჩნდა და გოთიკურ რომანებში დიდი გარდატეხაც მოახდინა. ჰელოუინისთვის შეგიძლიათ იმოგზაუროთ დრაკულასთან ერთად  და მძაფრი შეგრძნებებით გაიზიაროთ მისი თავგადასავალი.

 

the most hopelessly evil story we have ever read”, სწორედ ასე აღწერს მკითხველის უმეტესობა წიგნს, რომლის შინაარსი სახლში გარდაცვლილ ადამიანის მოჩვენებას უკავშირდება. წიგნის კითხვისას მუდმივად ისმის შეკითხვა, მთავარი გმირის შინაგანი წარმოსახვაა ეს, თუ მართლაც არის ადამიანი, რომელიც მათ უთვალთვალებს. ყველაფერს კი რა თქმა უნდა წიგნის დასასრულს გაიგებთ.

 

ეს იყო იმ წიგნების რეკომენდაციები, რომელიც ჰელოუინის დღესასწაულისთვის შემოგთავაზეთ. გისურვებთ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე დღესასწაულს, რომლის გაზიარების სურვილიც ყოველთვის გექნებათ.

 

ამ ჟანრის სხვა წიგნების ერთიან კატეგორიად ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

 

https://bookshop.ge/category/view/fiction:halloween

 

Have a bookful and happy halloween !